რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა

ადგილობრივი მედიის Радио България ცნობით, ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. თუმცა ბულგარეთიდან სხვა ქვეყნებში უკრაინული პროდუქციის ტრანზიტი არ აიკრძალება.  

"გასულ წელს ქვეყანაში საკვები პროდუქტის ჭარბი რაოდენობა დაგროვდა, რამაც სურსათის მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დაარღვია. ჩვენ იძულებული ვართ დამოუკიდებლად მივიღოთ ზომები, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით კვლავ მსჯელობენ შესაბამისი ზომების მიღებასთან დაკავშირებით". - აღნიშნა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, გალაბ დონევმა.


გასულ კვირას ადგილობრივი მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთმა, უნგრეთმა და მოგვიანებით, სლოვაკეთმა კიევთან შეთანხმებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეწყვიტეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, პოლონეთმა უკრაინული სასურსათო პროდუქციის იმპორტი განაახლა

"ჩვენ შევძელით, შეგვემუშავებინა მექანიზმი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ არცერთი ტონა (უკრაინული პროდუქცია) არ დარჩება პოლონეთში და მოხდება საქონლის ტრანზიტი პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში ან პოლონურ პორტებში ბალტიის ზღვაზე". - თქვა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა უკრაინულ ოფიციალურ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვარშავაში.

კომენტარები