დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

მაკრონის შემდეგ ბერლინი გეგმავს, ბერბოკის ვიზიტით ჩინეთს ცხადი შეტყობინება გაუგზავნოს – POLITICO

Tobias Schwarz/AFP via Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩინეთს ეწვევა. მოსალოდნელია, რომ მთავარი განსახილველი თემა ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარი იქნება

ბერბოკის ორდღიანი ვიზიტის განხილვისას გერმანელი ოფიციალური პირები აღნიშნავდნენ, რომ გერმანიასა და ევროკავშირს აღელვებთ ტაივანი და რეგიონში სტაბილურობა. მათი განმარტებით, ძირითადად ჩინეთმა უნდა შეუწყოს ხელი დეესკალაციას აგრესიული სამხედრო მანევრებისგან თავის შეკავებით.

გუშინ, 12 აპრილს ღამით გამგზავრებისას ბერბოკმა განმარტა, რომ მას სურს გამოიყენოს ვიზიტი ჩინეთში, რათა ხაზი გაუსვას საერთო ევროპულ რწმენას, რომ ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ცალმხრივი ცვლილება და განსაკუთრებით სამხედრო ესკალაცია მიუღებელია.

ბერბოკის რეგიონში ვიზიტამდე, მაკრონმა Politico-სთან აღნიშნა, რომ ტაივანთან მიმართებით ევროპა ამერიკის ვასალი არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობის სპიკერებმა უარი თქვეს პირდაპირ შეეფასებინათ საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარი. უწყებამ ტაივანის სრუტეში არსებული ვითარების გამო "შეშფოთების გამოხატვისას" უშუალოდ პეკინს მიმართა.

ბერლინი ტრადიციულად ბევრად უფრო სინქრონიზებულია აშშ-სთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ვიდრე საფრანგეთი, რის გამოც გერმანიის დედაქალაქში ბევრ პოლიტიკოსსა და ოფიციალურ პირს მაკრონის კომენტარზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ამუშავებს გერმანიის ჩინეთთან მიმართებით პირველ სტრატეგიას. გასულ წელს Politico-ს მიერ მოპოვებული ამ კანონპროექტის მიხედვით, რომ გერმანია პეკინის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი პოზიციის დაჭერას გეგმავს. ბერბოკი და მისი მწვანეთა პარტია წინა პლანზე არიან ასეთი მკაცრი პოზიციის დამკვიდრებაში, ხოლო შოლცი დიდი ხანია ამჯობინებს უფრო რბილ მიდგომას.

კომენტარები