Twitter

"ყველა პოსტი შეცდომაში შემყვანი იარლიყის მატარებელი იქნება" – NPR ტოვებს Twitter-ს

ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR-ის) ცნობით, პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია Twitter-ის 52 ოფიციალურ გვერდზე საკუთარ პროდუქტს აღარ განათავსებს. 

გადაწყვეტილება მოჰყვა იარლიყს - "სამთავრობო პლატფორმა", რაც Twitter-ზე იმ მედიებს მიენიჭათ, რომელთა დაფინანსებაში მთავრობაა ჩართული

"თუ გავაგრძელებთ Twitter-ზე შინაარსის განთავსებას, ყველა პოსტი შეცდომაში შემყვანი იარლიყის მატარებელი იქნება". - განაცხადა კომპანიამ.

NPR-ის ინფორმაციით, Twitter-მა უარი თქვა მის განმეორებით თხოვნაზე, მოეხსნა "სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია" - კომპანიის განმარტებით, არაზუსტი იარლიყი, რაც, საბოლოოდ, Twitter-მა "მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიით" შეცვალა. თუმცა, NPR-ის თქმით, ეს უკანასკნელიც არ ასახავს კომპანიის სტრუქტურას სწორად.

ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს BBC-იც. 

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში Twitter-ის მილიარდერმა მფლობელმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ცდილობს იყოს "ზუსტი" და კვლავ ეძებს უკეთეს, უფრო ზუსტ იარლიყს.

კომენტარები