რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი და კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს ტორონტოში უმასპინძლა და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

კანადის ახალი დახმარება მოიცავს ათასობით თავდასხმის თოფს, ათობით ტყვიამფრქვევს და მილიონობით ტყვიას, რათა დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.

ამავდროულად, მთავრობის მეთაურებმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რათა უკრაინელ და კანადელ ახალგაზრდებს მოგზაურობაში, ქვეყნებს კი თავისუფალი ვაჭრობაში შეუწყონ ხელი.

ამასთან, ტრუდოს თქმით კანადა სანქციებს უწესებს 14 რუს ფიზიკურ პირს, 34 რუსულ სუბიექტს და 9 ორგანიზაციას, რომლებიც ბელორუსის ფინანსურ სექტორთან არიან დაკავშირებულები.

"კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან თქვენ გმირულად იცავთ თავს პუტინის სასტიკი, ბარბაროსული შემოჭრის წინააღმდეგ, უკრაინელების გამბედაობა გმირულია" - თქვა ტრუდომ მთავრობის მეთაურების საერთო კონფერენციაზე.

"პრემიერმინისტრი დენის შმიგალი და მე ვესაუბრებით ჟურნალისტებს იმ ახალ ზომებზე, რომლებსაც კანადა მიიღებს უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთის რეჟიმისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მის მიერ წარმოებული სასტიკი ომისთვის." - წერს კანადის პრემიერმინისტრი Twitter-ზე.

კომენტარები