აშშ

აშშ ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აშშ-ს სტრატეგიული სარდლობის ცერემონიაზე, 2022 წლის 9 დეკემბერი 
U.S. Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობა დღეს, 11 აპრილს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა ავრცელებს.

Global Thunder 23-ის (GT23) წვრთნებში ჩაერთვება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის პერსონალი, ძირითადად მისი შემადგენელი და დაქვემდებარებული ქვედანაყოფები. ამასთან, ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.

"GT23-ის მიზანია ბირთვული მზადყოფნის გაძლიერება, უსაფრთხო და საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალების უზრუნველყოფა. ეს წვრთნები ყოველწლიურია და არ არის პასუხი რომელიმე ერის ან სხვა აქტორების ქმედებებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობა სწავლების პერიოდში ბომბდამშენი თვითმფრინავების ფრენების რაოდენობის გაზრდის შესახებაც საუბრობს.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის გეგმის მიხედვით, სარდლობა პასუხისმგებელია სტრატეგიულ შეკავებაზე, ბირთვულ ოპერაციებზე და ერთობლივ ოპერაციებზე ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, ასევე ანალიზსა და ობიექტების მიზანში ამოღებაზე.

კომენტარები