გერმანია

გერმანიამ შესაძლოა საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი სპორტსმენები ქვეყანაში არ შეუშვას

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, შესაძლოა გერმანიამ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი სპორტსმენები ქვეყანაში არ შეუშვას. 

"ქვეყნები, რომლებიც მასპინძლობენ მსხვილ სპორტულ ღონისძიებებს უძლურები არ არიან. ვიზების გაცემით ისინი აკონტროლებენ, შეუძლიათ თუ არა რუსებს მონაწილეობის მიღება. ჩვენ თუ გერმანიაში ორგანიზებას გავუწევთ საერთაშორისო შეჯიბრებს, ჩვენ შესაბამისად შეგვიძლია ვიმოქმედოთ. აქ, ჩვენ ყოველთვის ცალსახა პოზიციით ვიმოქმედებთ". – ამბობს ფეზერი. 

ფეზერის თქმით, საერთაშორისო შეჯიბრებზე რუსების დაშვება უკრაინელი სპორტსმენებისთვის სილის გაწნის ტოლფასია. 

"აგრესორი პუტინისთვის პროპაგანდის სცენის მინიჭება ნიშნავს სპორტის ყველა ღირებულების ღალატს". – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები