ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი ტაივანის "საკვანძო სამიზნეებზე" დარტყმის სიმულაციას ატარებს

სამხედრო წვრთნების დაწყებიდან მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლებზე ზუსტი დარტყმების სიმულაცია ჩაატარა

ჩინელი სამხედროების მიერ კუნძულზე ალყის შემორტყმის შემდეგ, აშშ-მ ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ტაივანის ინფორმაციით, 8 აპრილს კუნძულზე 71 ჩინური თვითმფრინავი დაფრინავდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 45-მა სამხედრო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა, რაც ტაივანისა და ჩინეთის ტერიტორიებს შორის არაოფიციალური გამყოფი ხაზია.

წვრთნები, რომელსაც პეკინმა თვითმმართველი კუნძულისთვის ‘მკაცრი გაფრთხილება’ უწოდა, ტაივანის პრეზიდენტის გასულ კვირას აშშ-ში ვიზიტის პასუხია.

ჩინეთის განცხადებით, ქვეყანა იწყებს სამდღიან სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

"წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში". - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იიმ.

კომენტარები