ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს იწყებს

Li Bingyu/Xinhua/AP

ჩინეთის განცხადებით, ქვეყანა იწყებს სამდღიან სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

"წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში". - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იიმ.

ჩინეთის განცხადებიდან მალევე, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ აღმოაჩინეს სულ 42 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის სრუტეზე, რომელიც კუნძულს ჰყოფს ჩინეთის მატერიკიდან. სამინისტროს განმარტებით, 29 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა შუა ხაზი სრუტეში საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.

კომენტარები