მეორე ფრონტის საკითხზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და ისევ მინდა გითხრათ, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან, რათა ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ საფრთხის, რისკის ქვეშ? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც არის რუსეთი. ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ზოგჯერ ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე
აშშ-საქართველო
დეგნანი მეორე ფრონტზე: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ ამას ოცნების წევრებიც იმეორებენ
tbl.ge/6byg
დაკოპირდა

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




