New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
როგორც პენტაგონი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით. სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტების სოციალური მედიიდან წაშლაზე.
New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით.
New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.