ევროვიზია 2023

"ტექსტი ჩატბოტის დაწერილს ჰგავს" - BBC ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს აფასებს

BBC

გამოცემა BBC-მ კრიტიკოს მარკ სევიჯის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წლევანდელი ევროვიზიის მონაწილეთა მუსიკალური ნომრებია მიმოხილული. სტატიაში ასევე მოყვანილია პროგნოზები. ქართველ კონკურსანტს სტატიის ავტორმა არც თუ ისე კარგი შეფასება მისცა.

"ირუ ხეჩანოვმა ქართული ვოისის მეხუთე სეზონში ლორინის 2012 წლის ევროვიზიის სიმღერით გაიმარჯვა. 

წელს ის საკუთარი სიმღერით წარსდგება ევროვიზიაზე და ლორინის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, რომელიც კონკურსზე შვედეთის სახელით ასპარეზობს.

ირუს თქმით სიმღერა "სიყვარულისთვის ბრძოლაზეა", მაგრამ ტექსტი ჩატბოტის დაწერილს ჰგავს: "სიყვარული უსიტყვოა", "ვგრძნობ რომ ვპროგრესირებ".

კომპზიცია გადავსებულია სამხედრო დასარტყამი ინსტრუმენტებით, EDM ბიტებითა და ჯეიმს ბონდისეული სიმებიანი მუსიკით. მიუხედავად ამ ყველაფრისა ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი". – წერს სევიჯი.

2023 წლის ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი სიმღერას Echo შეასრულებს.

ხეჩანოვი ჯგუფ ქენდის ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სიმღერას შეასრულებს მომღერალი მთავარ კონკურსში. 

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე 11 მაისს წარდგება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

კომენტარები