ირუ ხეჩანოვი ევროვიზიაზე სიმღერით Echo წარდგება. კლიპის პრემიერა პირველი არხის Youtube არხზე გაიმართა.
ხეჩანოვმა ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ ქენდის ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე 11 მაისს წარდგება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.
საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.