რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია

ღარიბაშვილი გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული, არავის ვაპატიებთ

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი. ანუ, ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოლიცია - ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. 

საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით რთული - მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ გამოუვიდა და არ გამოუვა. 

რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს - მე მინდა, შევახსენო ყველას, რომ საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში ნახა, ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო. მაგრამ, მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას. 

კომენტარები