ლაზარე გრიგორიადისის საქმე

წილოსანი კრამონზე: წარმოუდგენელია, კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს

[კრამონის განცხადებები] შეუფერებელია ევროპარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივარის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს. მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებზე

შაბათს, 1-ელ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც. 

კომენტარები