ლაზარე გრიგორიადისის საქმე

კრამონი აქციაზე: ძალიან მრავალფეროვანი იყო, ეს აშინებს ოცნებას

ამ საპროტესტო აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად წავედი. ნამდვილად, ეს იყო ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უჭერდნენ ამ ადამიანს მხარს. ეს ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] იმსახურებს ამ მხარდაჭერას, რადგანაც მას უცნაური იარლიყი აქვს მიკრული, რაც არ არის სამართლიანი და მიუღებელია.

აქციაზე ვნახე ახალგაზრდა პროგრესული ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, ძალიან მრავალფეროვანი აქცია იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი თემი არ იყო წარმოდგენილი, ეს ნამდვილად აშინებს ქართულ ოცნებას.

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში.

აქცია სახელწოდებით ლაზარეს თავისუფლებისთვის პირველ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები