რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიტროპოლიტი ანდრია: უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე მიმდინარე მოქმედებები მიუღებელია

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა
patriarchate.ge

წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადება რუსეთის საპატრიარქომ გამოაქვეყნა.

"ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზგასმით თქვა: "ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მდგომარეობასთან ერთად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაცდელით მძიმდება. ბევრი მორწმუნე ბოლშევიკების დროს ეკლესიის დევნასთან ავლებს პარალელს". – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ "უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ძალისმიერი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო კანონების მიხედვით".

"ვლოცულობთ თქვენი ქრისტესმოყვარე სამშობლოსთვის ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისთვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მათ წინამძღვრებთან – უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან, სინოდის წევრებთან, თანამოძმეებთან და მორწმუნეებთან ერთად". – წერს მიტროპოლიტი ანდრია რუსეთის საპატრიარქოს ცნობით.

25 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.

მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და ეს მხარე რუსეთია

2022 წლის ბოლოს კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი დაარეგისტრირეს. იმავე პერიოდში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში მყოფ მონასტრებში ჩხრეკა ჩაატარა. მოქმედებები დაკავშირებული იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში რუსული სამყაროს პროპაგანდის გავრცელებასთან.

ზელენსკი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

2023 წლის მარტში რუსეთის პატრიარქმა კირილმა კიევ-პეჩორის ლავრის დაწესებულებების დახურვის შესაჩერებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. კირილი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩორისა და უკრაინაში სხვა რუსული მონასტრების დახურვა "მილიონობით უკრაინელი მორწმუნის უფლებების დარღვევას გამოიწვევს".

კომენტარები