კირილი კიევ-პეჩორის ლავრის დაწესებულებების დახურვის შესაჩერებლად დახმარებას ითხოვს

უკრაინის კულტურის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერსა და მსახურს მარტის ბოლომდე კიევ-პეჩორის ლავრის დაწესებულებების დატოვებისკენ მოუწოდა.

"უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩორის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს ემყარება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მონასტრის მიერ სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები დარღვეულია". - ამბობს უკრაინის კულტურის მინისტრი, ოლეკსანდრ ტკაჩენკო.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ გუნდიაევი) პაპ ფრანცისკეს უკრაინის დარწმუნებას სთხოვს, რათა შეწყდეს მისივე თქმით, ისტორიულად რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი მონასტრების მისგან ჩამოშორება. რუსეთის პატრიარქი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რელიგიურ წინამძღოლებს მოუწოდებს, ყველანაირად ეცადონ, მონასტრების იძულებით დახურვის თავიდან არიდებას, რაც მისი თქმით, მილიონობით უკრაინელი მორწმუნის უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

კომენტარები