რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

Brendan Hoffman for The New York Times

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონმდებლებს მოუწოდა, რომ მიეღოთ კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას აკრძალავს

მან წამოაყენა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის უკრაინაში რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების პირდაპირი აკრძალვა და ეროვნული უსაფრთხოების ძალისხმევის ზრდა "უკრაინის რელიგიურ ჯგუფებში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების იდენტიფიცირებისა და პრევენციისთვის". 

პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 22 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა მოკვლევა კიევში მართლმადიდებელი მონასტერში, სადაც დივერსანტებსა და იარაღს ეძებდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახლახან მოექცა უკრაინელი ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბევრი მღვდელი თანამშრომლობს რუსეთთან და, ამასთანავე, ეკლესიის დიდი ნაწილი პრორუსულ შეხედულებებს უჭერს მხარს.

გასული თვის მონაცემებით, უკრაინის ოფიციალურმა პირების ინფორმაციით, თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის დახმარებისთვის 33 მღვდელი დააკავა. მათ უმეტესობას ინფორმაციის შეგროვება და უკრაინისთვის მიწოდება ედება ბრალად.

კრემლმა დაგმო გასული კვირის ჩხრეკა და განაცხადა, რომ ეს იყო იმის დასტური, რომ კიევი ომშია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, ვლადიმირ ლეგოიდამ ამ ნაბიჯს "დაშინების აქტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის იმ ერთადერთი ინსტიტუტის წინააღმდეგ წასვლა, "რომელშიც რუსეთსა და უკრაინაში მშვიდობისთვის გულწრფელად ლოცულობენ".

ზელენსკიმ თავის მიმართვაში თქვა, რომ მოსკოვთან დაკავშირებული რელიგიური ჯგუფების არსებობა რუსეთს საშუალებას აძლევს "უკრაინა შიგნიდან დაასუსტოს".

კომენტარები