საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიტვას ეწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიტვას ეწვია. პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი, აგილა ბარჯიენე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში 3 აპრილს გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერმინისტრ, ინგრიდა შიმონიტესთან და სეიმის თავმჯდომარე, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.

"წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ, ნატოს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, მიმდინარე წლის 11-12 მაისს გაიმართება". - აღნიშნა პრეზიდენტის ვილნიუსში ვიზიტთან დაკავშირებით, ელჩმა, სალომე შაფაქიძემ.

კომენტარები