საქართველო-ევროკავშირი

კრამონი სტატუსზე: მიუხედავად იმისა, რომ ოცნებაა ხელისუფლებაში, ხალხი ამას იმსახურებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგანაც ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და რადგანაც ჩვენი ინტერესი გახლავთ, საქართველო დაუახლოვდეს ევროპასა და ევროკავშირს.  მოვიძიებთ პრობლემების გადაჭრის გზას და ეს არ იქნება ფუჭად მიცემული, არ იქნება მიცემული იმიტომ, რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი, ყველა რეკომენდაცია იქნას დაკმაყოფილებული, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, პოლიტიკური ნებაა საჭირო, ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. 

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები