აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

სარჯველაძე გრიგორიადისზე: არ შეიძლება, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს ჟიული შარტავას

გახსოვთ პირველი ვერსია, რომელიც ოპოზიციამ განავითარა - ხელისუფლებას აბრალებდნენ, ეს სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენო. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა გვთავაზობენ საზოგადოებას სრულიად სხვა ინტერპრეტაციას - იძახიან, რომ სინამდვილეში ეს [ლაზარე გრიგორიადისი] გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ ახლა ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება სიტყვა გმირი ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. არ შეიძლება უბრალოდ ასე რამ, ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამორალობაც არის.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე დაკავებულ 21 წლის აქტივისტზე, ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას. დღეს, 1-ელ აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

კომენტარები