ლელო

სამადაშვილი 12 პუნქტზე: ლელოს წინადადება არის, რომ საკოორდინაციო საბჭო შევქმნათ

ამ საკითხზე პარტია ლელოს პოზიცია ცხადია. პირველი, საზოგადოების დაკვეთა და რასაც ხალხი იმპერატიულად ითხოვს, არის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, ჩვენი წინადადება არის, რომ კოორდინაციის საბჭო შევქმნათ. ეს ძირითადად იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ასევე, იმ პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც ევროპული დღის წესრიგითაა დაკავებული. ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით, შევქმნათ კონკრეტული მოთხოვნებისა და ხელისუფლებაზე კონკრეტული წნეხის მექანიზმი. ჩვენ ამ წინადადებით ყველას მივმართეთ და მზად ვართ, რომ ასეთი საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად მუშაობა აქტიურად გავაგრძელოთ. ჩვენი აზრით, ამ საბჭოსთან საქართველოს პრეზიდენტმაც უნდა ითანამშრომლოს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. სიცხადე უნდა შევქმნათ, ხელისუფლებისგან რას ველოდებით, რას არ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია.

თქვა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ოპოზიციაში არის თუ არა კოორდინაცია იმაზე, რომ ოპოზიციამ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გააძლიეროს.

კომენტარები