კობახიძის განცხადება

კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არ აქვს არანაირი ფასი

12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის დარჩენილი 2 კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი არის გაკეთებული და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება. კიდევ 2 კანონი არის მისაღები და ივნისის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი.

პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და შესაბამისად ეს ვერ იქონიებს გავლენას. [კანდიდატის სტატუსის მიღებაზე]. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არ აქვს არანაირი ფასი, რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ მსგავსი არაფერი არ უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კაბახიძე.

კომენტარები