საქართველოს პარლამენტი

ზარქუა: კარგი შესაძლებლობა აქვს EU-ს, შეცდომა გამოვასწოროთ და სტატუსი მოგვენიჭოს

პირადად მე, არ მგონია, რომ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი - კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან ფასიანი ლობისტები კონკრეტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობის. და ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩაწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი და დადასტურებული, რომელსაც მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან გირგვლიანის თემაზე, ეს თურმე პოლიტპატიმარია და მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედიადევნილი.

ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო, იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის არ არის ევროპა, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და დიახ, ახლა აქვს კარგი შესაძლებლოა ევროკავშირს, რომ ის შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარლამენტში ოპოზიციას მიმართავს.

კომენტარები