კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, კი არ მოვუწოდებთ, არამედ მოვითხოვთ ქართული ოცნებისგან, რომ ეს დღეები მაინც, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არის თბილისში ჩამოსული, შეწყვიტონ ეს ანტიდასავლური ისტერია, შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები. დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ეს რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ ჩვენი კანდიდატის სტატუსი არ დაიკარგოს საბოლოო ჯამში.
ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
ჩიხლაძე ოცნებას: ეს რამდენიმე დღე მაინც შეწყვიტეთ ანტიდასავლური ისტერია, პირი ამოიკერეთ
tbl.ge/6bci
დაკოპირდა

სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტსა და მის განცხადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების შეფასებებზე.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს
- ბერბოკი რუსული კანონის გაწვევაზე: ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი მართებული გზა
- ბერბოკი: საქართველოს ადგილი არის EU-ში, ამაში გასული კვირებით და წლებით დავრწმუნდით
- "არასწორია" - ვოლსკი ბერბოკის განცხადებაზე
- კალაძე ბერბოკის განცხადებაზე: იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია