ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

"არასწორია" - ვოლსკი ბერბოკის განცხადებაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ვოლსკის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადება არასწორია.

"არასწორი განცხადება-მეთქი, ვამბობ იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი არის სწორედაც ორიენტირებული ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით არის მოსული და ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი ის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სწორედაც ეს მიმართულება არის მთავარი." - ამბობს ვოლსკი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია ხედავს ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს. განცხადება მან საქართველოში ვიზიტამდე გააკეთა.

"ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს, რომელსაც [ევროპულ კურსს] ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან განიცდის". - თქვა მან.

კომენტარები