ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

კალაძე ბერბოკის განცხადებაზე: იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია

არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია. ეს იმ კურსისა და ხაზის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას, პასუხისმგებლობას არ იღებს და იმის სურვილი არ აქვს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის ოპოზიცია.

ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომ ისინი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს ხედავენ.

კომენტარები