Rick and Morty

სასამართლომ RICK AND MORTY-ს შემქმნელზე დაწყებული ოჯახური ძალადობის საქმე შეწყვიტა

Euronews

Rick and Morty-ის შემქმნელის, ჯასტინ როილენდის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა დასრულდა. მიზეზი არასაკმარისი მტკიცებულებებია. ანიმატორსა და სცენარისტს ყოფილი მეგობარი ქალი ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

სასამართლო დავის შეწყვეტას როილენდი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ბრალდებები ტყუილია და არასდროს შემიტანია ეჭვი, რომ ეს დღე დადგება. მადლობელი ვარ ამ საქმის შეწყვეტით, ამავდროულად შეძრული ვარ იმ საშინელი სიცრუით, რომელიც ჩემს შესახებ გავრცელდა. ახლა, როდესაც სასამართლო გარჩევა დასრულდა, ყურადღება უნდა დავუთმო ჩემს შემოქმედებით პროექტებსა და სახელის აღდგენას". – წერს როილენდი.

2020 წლის მაისში როილენდი პოლიციამ დააკავა. მას მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობა ედებოდა ბრალად. 

ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ სცენარისტთან თანამშრომლობა შეწყვიტა არხმა Adult Swim, რომელზეც რიკი და მორტი გადიოდა. ასევე სტრიმინგ სერვისმა Hulu როილანდის ორი პროექტი შეაჩერა.

კომენტარები