რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის 18 ქვეყანა შეთანხმდა, ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა უკრაინის დასახმარებლად

ევროკავშირის 17 წევრი ქვეყანა და ნორვეგია შეთანხმდნენ ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა უკრაინის დასახმარებლად და სამხედრო მარაგების შესავსებად. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) 20 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა თქვა, რომ ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთი მილიონი ვაზნის ერთობლივ შესყიდვაზე.

"პროექტი გზას უხსნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას, ორი მიმართულებით იმოქმედონ: ორწლიანი, სწრაფი პროცედურა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებისთვის და შვიდწლიანი პროექტი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის შესაძენად“. - თქვეს ევროპის თავდაცვის სააგენტოში. 

საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე ჯამში 18 ქვეყანა შეთანხმდა, მათ შორის, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და ნორვეგია.

კომენტარები