რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა კონტრშეტევაზე ამ წელს უნდა გადავიდეს, სანამ დახმარებას აქტიურად აწვდიან – პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, უკრაინამ კონტრშეტევის შესაძლებლობა ამ წელს უნდა გამოიყენოს, რადგან სამომავლოდ მოკავშირეების მხრიდან დახმარების რაოდენობის შენარჩუნება გართულდება. 

"ამ წელს ბევრი ქვეყანა და პოლიტიკოსი მოელის წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩემი აზრით, უკრაინას მხოლოდ ერთი შანსი ექნება, რათა ერთიანი, მძლავრი კონტრშეტევა მოახდინოს. თუ ეს თავდასხმა უსაფუძვლოდ ჩაივლის, შემდეგისთვის დაფინანსების მოძიება გაჭირდება. ომისგან დაღლა მხოლოდ ადამიანური კაპიტალისა და ტექნიკის შესაძლებლობების ამოწურვით არ გამოიხატება. ეს იმ ქვეყნებისთვისაც გადამდებია, რომლებიც ქვეყანას დახმარებას უწევენ". - აღნიშნა პეტრ პაველმა Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში. 

კომენტარები