არჩევნები თურქეთში

თურქეთის წინასაარჩევნო გამოკითხვაში ოპოზიციონერი კანდიდატი 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს

ქემალ კილიჩდაროღლუ
Reuters

უახლესი წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. ოპოზიციონერი კანდიდატი 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს

ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ კვირის დასაწყისში, ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად დაასახელა. 

გამოკითხვის მიხედვით, ქილიჩდაროღლუს მხარდამჭერთა რაოდენობა 55.6%-ს, ხოლო ერდოღანის 44.4%-ს შეადგენს. გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური კოალიცია, სულ მცირე, 6 ერთეულით ლიდერობს და მისი მხარდაჭერა 44.1%-ია. 

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, მიწისძვრის ფაქტორის გავლენა ერდოღანის პოპულარობაზე ნაკლებად აისახა. თურქეთის მთავრობა მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალში მოსახლეობის მხოლოდ 34.4%-მა დაადანაშაულა. 

არჩევნები გადაწყვეტს არა მხოლოდ ვინ ხელმძღვანელობს თურქეთს, არამედ როგორი იქნება მისი მმართველობა, მისი ეკონომიკური კურსი და რა როლს შეასრულებს ქვეყანა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის წარმართვაში.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. 

Politico წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის, რომელიც დაგეგმილზე ერთი თვით ადრე ჩატარდება.

კომენტარები