წყალდიდობა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ორ რეგიონში წყალდიდობა მოხდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ორ რეგიონში ხანგრძლივ კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის, 5 სირიელია. 

სტიქია ადიამანისა და სანლიურფას რეგიონებში მოხდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მობილიზებული იყო ათზე მეტი პროფესიონალი მაშველი. 

კომენტარები