წყალდიდობა თურქეთში

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონში, გირესუნში, ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ათ ადამიანს ეძებენ.

გირესუნის მცხოვრებლები ქუჩებს ასუფთავებენ, ტრაქტორებს გზებიდან ნაშალი მასალა გააქვთ.

წყალდიდობის შედეგად რამდენიმე გზა ჩაიკეტა, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სილუმ, თქვა, რომ ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მოწოდება აღდგა, თუმცა ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაახლოებით ათასმა დამხმარემ 157 ადამიანი გადაარჩინა. 

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონში 1.23 მლნ აშშ დოლარის დახმარება გაგზავნა. ამჟამად  მიმდინარეობს სამუშაოები 83 გზის აღსადგენად.

კომენტარები