წყალდიდობა თურქეთში

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 2, დაშავებულია 11 ადამიანი

Muhittin Sandıkçı / Anadolu Agency

თურქული მედიის, Anadolu Agency-ის ცნობით, თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავებულია.

ძლიერმა წვიმებმა ართვინში, ტრაბზონსა და რიზეში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დაიტბორა ცენტრალური მაგისტრალი.

დაშავებულები საავდმყოფოში გადაიყვანეს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმა 14 ივლისსაც გაძლიერდება. 

კომენტარები