რუსული კანონი

კრემლით შთაგონებული კანონი შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილთან – პრაისი

როგორც გუშინ, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და დემონსტრაციებზე დაკვირვებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას. ვთხოვთ ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს და თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა თავიდან იქნას არიდებული კონფლიქტის ესკალაცია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ შეწუხებული ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტით, რომლის აღსრულებაც არაერთი ხმის ჩახშობას გამოიწვევს. იმ ადამიანების ხმების, რომლებიც საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შენებას ცდილობენ.

პარლამენტის მიერ კრემლის შთაგონებით შემუშავებული კანონის აღსრულების მცდელობა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის აშკარა სურვილთან და დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენი აზრით, ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.

ეს მისწრაფებები ცენტრალური ნაწილია იმ მიზნებისა, რომლებიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაისახა და ათწლეულებია მიჰყვება.

აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპის ნაწილად ყოფნა. ყველა ეს ასპექტი გათვალისწინებულია იმ დებატში, რომელიც დღეს თბილისში მიმდინარეობს.

ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.

კომენტარები