რუსული კანონი

თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებულები ვართ. მოგიწოდებთ ძალადობის შეწყვეტისკენ, დემოკრატიისა და ევროსაბჭოს სტანდარტების პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ. უნდა გაიმარჯვოს პოლიტიკურმა დიალოგმა". - წერს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო.

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ სამართალდამცველები დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნაწილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები