რუსული კანონი

მელია პარლამენტზე: ამ ბოლშევიკურ შენობაში ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა აღარ შეიძლება

ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციას ვინც წარმოადგენს და დიდი მადლობა მათ, ვინც იბრძოლა ამ დღეების განმავლობაში და ყველა მწირი შესაძლებლობა, რომელიც მათ მიეცათ, გამოიყენეს. მაგრამ მე ახლა იმპერატიულად არ ვსაუბრობ, უბრალოდ მინდა აზრი აქაც გაგიზიაროთ. მიმაჩნია, როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პროფესიის ადამიანებს ღამეები და დღეები აქ [პარლამენტთან] გაატარონ, იქ, სადაც ამათმა, ბოლშევიკური კანონპროექტის შემოქმედებმა, იკადრეს ის, რაც იკადრეს, აი ამ ბოლშევიკურ შენობაში ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა აღარ შეიძლება, მე მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დაინახოს, რომ ბრძოლა ახლა უალტერნატივო მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არის შესაძლებელი, ოღონდ ცალსახად მშვიდობიანად და სიმრავლით და მე მჯერა, ვიმედოვნებ, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ აბსოლუტურად დამსახურებულად ვუწოდეთ პუტინის მსახურები, მოღალატეები, რა არ ვუთხარით, მაგრამ მიუხედავად ამისა გააკეთეს, ის რაც გააკეთეს, იქ ახლა ჭიდაობისთვის მეტი არავინ არასდროს აღარ უნდა შევიდეს, ჭიდაობა უკვე სპორტულ დარბაზებშიც არის შესაძლებელები, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა, ამაზე დეპუტატები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მიმართა ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს.

კომენტარები