რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამხედროს დახვრეტის კადრებზე გამოძიებას იწყებს

კადრი ვიდეოდან, სადაც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჯარისკაცი მას შემდეგ ჩაცხრილეს, რაც მან Слава Україні [დიდება უკრაინას] წარმოთქვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელშიც უკრაინელ სამხედროს რუსი ოკუპანტები ხვრეტენ, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი Facebook-ზე წერს

"შეუიარაღებელი კაცის სასტიკი და უსირცხვილო სროლის ვიდეომ დღეს საზოგადოება შეძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 438.2 -ე მუხლით - ომის კანონებსა და წესების დარღვევით. საპროცესო მენეჯმენტს გენერალური პროკურორები უხელმძღვანელებენ". - წერს კოსტინი. 

გარდა ამისა, კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონები ომზეც ვრცელდება, ხოლო რუსეთის რეჟიმი სისტემატურად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

მედიაში 5 მარტს გავრცელებულ კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის რუსები პასუხს აგებენ.

კომენტარები