რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა უკრაინელი სამხედრო Слава Україні-ს წარმოთქმის შემდეგ ჩაცხრილეს

უკრაინსკაია პრავდა

რუსმა ოკუპანტებმა უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე მას შემდეგ ჩაცხრილეს, რაც მან Слава Україні [დიდება უკრაინას] წარმოთქვა. ვიდეო უკრაინულ მედიაში ვრცელდება

კადრებში ჩანს ტყვეობაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ამბობს: “დიდება უკრაინას“. ამის შემდეგ კი რუსები მას აგინებენ და ესვრიან. 

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის რუსები პასუხს აგებენ.

კომენტარები