მიხეილ სააკაშვილი

Washington Post-ის სარედაქციო წერილი: დროა ბაიდენმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს

2009 წლის 23 ივლისი.
AFP

ამერიკული გამოცემა Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ 5 მარტს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გამოთქმულია მათი პოზიცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოითხოვოს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ბაიდენის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და "დროა ბაიდენმა ამავე კეთილგანწყობით უპასუხოს".

"ერთხელ სააკაშვილი ბაიდენს შეეგება და "ძვირფასი მეგობარი" უწოდა. ახლა დროა ბაიდენმა ამავე კეთილგანწყობით უპასუხოს და მისი გათავისუფლება მოითხოვოს. ბატონ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების გაწევის ნება უნდა მიეცეს. თუ ის ციხეში მოკვდება, ეს სავარაუდოდ იქნება სასიკვდილო ზარი საქართველოს ევროპაში გაერთიანების მიზნისთვისაც, პუტინის ტრიუმფი და 3.7-მილიონიანი საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ დარჩება". – წერს Washington Post-ის სარედაქციო საბჭო. 

წერილის დანარჩენ ნაწილში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის ხელისუფლებაში მოსვლაზე, დასავლურ მისწრაფებებზე, მისი ჯგუფის რეფორმებსა და ქართული ოცნების გამარჯვებაზე. აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ჯო ბაიდენს ორჯერ შეხვდა. 

"სააკაშვილი ქარიზმატული და მაპოლარიზებელი ფიგურაა, რომელიც კრიტიკის მიმართ ძირითადად შეუწყნარებელია. მაგრამ მანდ და რეფორმისტთა ჯგუფმა შეძლეს ეკონომიკის მოდერნიზაცია, დიდად შეამცირეს კორუფცია და უცხოურ ინვესტიციებში მილიარდები მოიზიდეს". – ნათქვამია წერილში. 

ასევე წერილში ხაზგასმულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

 

კომენტარები