რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ნეოკოლონიალური ხასიათისაა

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ნეოკოლონიალური ხასიათისაა და კრემლს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს

დუდამ აღნიშნა, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და მათი ექსპლუატაცია სურს, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა. დუდას თქმით, წარსულში მისი მსხვერპლი პოლონეთიც გახდა. 

"იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და მათ რუსეთში აგზავნის. უკრაინელების ინფორმაციით, რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე საერთო ნების საწინააღმდეგოდ წავა, იმპერია კლავს. გეცნობათ? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო". - თქვა დუდამ. 

გარდა ამისა, დუდამ აღნიშნა ისიც, რომ განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა ისინი მნიშვნელოვნად დააზარალა. 

კომენტარები