კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

განხილვაც კი საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსს - მასწავლებლები რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელები უცხოური გავლენი გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, კანონპეოქტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ემსახურება და უდიდეის უმრავლესობისთვის ზიანის მომტანი იქნება.

"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას". - წერია განცხადებაში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელები მოუწოდებენ ავტორებს,რომ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიონ და საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

"ოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება." - წერია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელების განცხადებაში.

კომენტარები