რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან ორჯერ უფრო მეტ Challenger 2-ის ტანკს მიიღებს

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, უკრაინა ბრიტანეთიდან ორჯერ მეტ Challenger 2-ის ტანკს მიიღებს.

პრისტაიკოს თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 14 Challenger 2 ტანკს დაჰპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს რიცხვი გაორმაგდებოდა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინაში 2023 წლის მარტში ჩავა.

კომენტარები