რუსული კანონი

სამნიძე ზარქუას: თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო და დავაი ეხლა, თქვენ ხართ ქვეყნის მტრები

შენ ხომ გაქვს რეიტინგი, რა, ძალიან პოპულარული კაცი ხარ, ამ ქვეყანაში, ვაი შენს პატრონს... არგუმენტი რომ არ გაქვს და რეიტინგზე მელაპარაკები, რა რეიტინგი, ქვეყანას ანგრევთ თქვე საცოდავებო და რა რეიტინგზე მელაპარაკები... ცოტა ხანში ამ ქვეყანას არ ეყოლება ერთი ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, ისე აშინებთ ასეთ ადამიანებს...

თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო ირაკლი და დავაი ეხლა გა... თავი დამანებე, როიმ ვლაპარაკობ, ნუ მერევი, ნუ მერევი, რომ ვლაპარაკობ, უზრდელო შენ, გაწყვეტინებდი? თუ კაიფობ იმით, რომ წყობიდან ვარ გამოსული იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევთ... თქვენ ხართ ამ ქვეყნის მტრები, თქვენ ხართ ამ ქვეყნის პუტინის და რუსეთის მხარეს დამყენებლები. სხდომა ტარდება და მთელი სხდომის ირგვლივ დგას სუსი.

მიმართა რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას კომიტეტის სხდომაზე, სადაც უცხოელი აგენტების გამოვლენის შესახებ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მომზადებულ რუსულ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები