ჩერგოლეიშვილი: ევროპულ ინტეგრაციას სწორედ ამ საბჭოთა ქართველის შექმნილი მითით ებრძვიან

დღეს არის 25 თებერვალი. ეს არის დღე, როდესაც საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ 100 წლით დაკარგა ის შანსი, რომ ყოფილიყო ევროპული, თავისი ცივილიზაციის ღირსეული წევრი, ყოფილიყო თავისუფალი, ყოფილიყო უსაფრთხო. 25 თებერვალს საქართველომ არამხოლოდ სუვერენიტეტი დაკარგა, არამედ დაიწყო საქართველოს ისტორიული მეხსიერების წაშლა, ჩვენი ისტორიული მისიის წაშლა და ტვინის ამოძირკვა. ერთგვარად ჩვენი ტვინის განადგურება, თითქოს პროცესორი ამოგვაცალეს. იმიტომ რომ 25 თებერვლის შემდეგ, 1921 წლის შემდეგ ჩვენ გაგვიჟლიტეს პოლიტიკური, სასულიერო, სამხედრო, კულტურული ელიტა. ეს ხალხი გაჟლიტეს და დაგვტოვეს თავიანთი შექმნილი მითების ამარა და საბჭოთა კავშირში შექმნილი ქართველის მითის გამო  ჩვენ ახლა ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას სწორედ ამ საბჭოთა ქართველის შექმნილი მითით ებრძვიან. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ მითების ყველაზე აქტიური მქადაგებელი არის საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სხვას ვერაფერს დაარქმევ, გარდა იმისა, რომ კრემლის გავლენის აგენტები არიან. ყველა მათი გზავნილი, დაწყებული ომის შიშის გაღვივებიდან, დამთავრებული კულტურული იდენტობით. თითქოს, დასავლეთს ჩვენთან ომის გაღვივება უნდა, თითქოს, დასავლეთს ჩვენთვის ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა, თითქოს, ადამიანების თანასწორობა კანონის წინაშე ქართველობის დაკარგვას ნიშნავს და გვავიწყებენ ყველაფერ იმას, რაც ისედაც ბოლშევიკების წაშლილია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია გვქონდა ჩვენ. ეს დღე ზუსტად ამას ეძღვნება, რომ აი აქ ჩაბუდებულ კრემლის გავლენის აგენტურას, რომლებიც აგენტებს სხვებს ეძახიან, შევახსენოთ საქართველოს ისტორია, შევახსენოთ ის ხალხი, ვინც საქართველოს ისტორიულ მონაკვეთში მტრის მხარეს იდგა, რა დაემართა იმ ხალხს, როგორ შეფასდა ეს ხალხი და რას აპირებენ თვითონ.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი."თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - დღეს, 25 თებერვალს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ და ტაბულამ კრემლთან კოლაბორაციონიზმი გააპროტესტა.

კომენტარები