იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის – კამპანიის ორგანიზატორებმა 2022 წელი შეაჯამეს

კამპანია იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის ორგანიზატორებმა 2022 წელი შეაჯამეს. კონფერენცია ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES], თავისუფლების ინსტიტუტის, აფხაზთა კრებისა და ტაბულას ინიციატივით ტარდება. 

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2023 წლის გეგმებზეც. კონფერენციის მონაწილეებმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ფილმს უყურეს. 

2023 წლის გეგმები მოიცავს გენოციდის აღიარების ვებსაიტის პროექტს - საიტზე დატანილი იქნება იძულებით მიტოვებული საკუთრება და ინფორმაცია მესაკუთრეების შესახებ, ასევე, გენოციდის ფაქტები კონკრეტულ ლოკაციებზე, ვიდეოებისა და ისტორიების ფორმით. ორგანიზატორები 2023-ში გეგმავენ გენოციდის აქტებზე ახალი გამოძიებების ჩატარებას, კერძოდ, რუსეთის ჩართულობის გამოაშკარავებას. დაგეგმილია გენოციდის ფაქტების შეგროვება და აღწერაც. 

აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების ზუსტი სახელდება, რომელთა ხასიათი და მასშტაბი არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს უტოლდება, ჩვენი თაობის ვალია გენოციდის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების წინაშე - მოაწერეთ ხელი პეტიციას 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარებისთვის.

კომენტარები