იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

აფხაზეთიდან დევნილი: ხანდაზმული იყო და როცა ცეცხლი ეკიდებოდა სახლს, შეაგდეს და დაწვეს

რამაზ მელიძე — დახვრიტეს, ჩემი მეზობელი იყო, იქ ჩარჩა და იქ დახვრიტეს. ასე, რიგში დააყენეს და იქიდან დახვრიტეს. აი, შოთა ხარაიშვილი — სახლს მოუკიდეს ცეცხლი... ის კაცი ცოტა ხანდაზმული იყო და როცა ცეცხლი ეკიდებოდა სახლს, შეაგდეს სახლში და დაწვეს. შაქრო კიდევ — შაქრო ხარაიშვილი და მისი ოჯახობა.

ფორმულას ეთერში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა.

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები