25 თებერვალი

ნონიაშვილი: 20:00-ზე კანცელარიასთან ხელისუფლების მიმართ მკაფიო გზავნილი გვექნება

რომ არა 25 თებერვალი, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, რომ არ გაეწყვიტათ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო, კულტურული და ეკონომიკური ელიტა, დღეს ვიცხოვრებდით ბევრად უფრო თავისუფალ, უსაფრთხო და მდიდარ ქვეყანაში, ისე ვიცხოვრებდით, როგორც ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ - ღირსეულ პირობებში.  

დღეს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში იმავე საფრთხის წინაშე ვდგავართ და საფრთხე გვაქვს, კვლავ გავუშვათ ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ევროპულ ცივილიზაციას და ფეხი ავუწყოთ მას. შესაბამისად, ევროპული საქართველო 25 თებერვალს ვმართავთ აქციას საქართველოს კანცელარიასთან და სიმბოლური ჟესტით მკაფიო გზავნილი გვექნება ამ ხელისუფლების მიმართ და კოლაბორაციონიზმის მიმართ აწმყოსა თუ წარსულში. ყველას გეპატიჟებით 25 თებერვალს, 20:00 საათზე - შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს აქციაზე კანცელარიასთან. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და ტაბულას ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "თოვდა და თბილისს ებურა თალხი" გაიმართება.

კომენტარები