რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: პუტინი თავის იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. 

"რაც უფრო ადრე გააცნობიერებს რუსეთის პრეზიდენტი, რომ ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია შანსი, რომ ომი მალე დასრულდეს. მას შეუძლია ამ ომის დასრულება". - თქვა შოლცმა.

შოლცმა ეს განცხადება ვიდეო მიმართვისას გააკეთა, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს "სანამ ამის საჭიროება იქნება".

მანვე დასძინა, რომ გერმანიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომის ესკალაცია არ მოხდეს.

კომენტარები