რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ ევროპის ქვეყნები უკრაინას საბჭოთა თვითმფრინავებს მისცემენ, დანაკლისს შევუვსებთ – უოლასი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, გაერთიანებული სამეფო მზადაა აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს, თუ სანაცვლოდ ისინი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს გადასცემენ უკრაინას. 

Nato-ს მოკავშირეები თანამედროვე დასავლური თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემისგან თავს იკავებენ იმ მიზეზით, რომ მათ გამოსაყენებლად საავიაციო ეკიპაჟის გადამზადებას დიდი დრო დასჭირდება.

"კიდევ ერთი გზა, რომლითაც უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებით შეუძლია ისარგებლოს, მისთვის საბჭოთა წარმოების MiG 29 და Su-24 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაა. თუ ევროპის ქვეყნები უკრაინას  საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს გადასცემენ, მზად ვართ ამ ქვეყნებს დანაკლისი ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავებით შევუვსოთ, რათა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. მათთვის, უკრაინისგან განსხვავებით, ეს ტექნიკა ნაცნობია". - თქვა ბენ უოლასმა Times Radio-სთან ინტერვიუში. 

კომენტარები